ქალაქ სოფიაში მინისტრთა კონფერენციაზე, UNFPA-სა და ბულგარეთის მთავრობის მიწვევით, საქართველოს სახელით, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი წარსდგა

სოფიაში მინისტრთა კონფერენციაზე „ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენება”, UNFPA-სა და ბულგარეთის მთავრობის მიწვევით, საქართველოს სახელით რეზო ჩარკვიანი წარსდგა, რომელმაც საქართველოში ახალგაზრდული სფეროს ხელშემწყობი ეკოსისტემის შექმნის პროცესზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გამოცდილებები გააზიარა.

ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, კონფერენცია ყოველწლიური კონფერენციების ფორმატით, ევროკავშირისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ „ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენების ათწლეულის” დაწყებას ემსახურებოდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს