ალექსანდრე ლუკაშენკო - დასავლელ დიპლომატებს დაკისრებული სანქციების გამო ქვეყნიდან არ გავაძევებთ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნიდან დასავლელ დიპლომატებს დაკისრებული სანქციების გამო აღარ გააძევებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენ არავის გავაგდებთ. ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას ცივილიზებულად, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად", -განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, თუკი ვინმეს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ, მათ ქვეყნის დატოვებისთვის დრო ექნებათ.

„თუკი პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადებთ, გექნებათ დრო, ჩაალაგოთ ჩანთები და წახვიდეთ“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

2 დეკემბერს ევროკავშირმა ბელარუსს სანქციების მეხუთე პაკეტი დაუწესა, რომელიც 17 ფიზიკურ პირსა და 11 ორგანიზაციას შეეხო.

გარდა ამისა, მიგრაციული კრიზისისა და რესპუბლიკაში საზოგადოებრივი თავისუფლებების სავარაუდო დარღვევის ფონზე, სანქციები დაეკისრა დაახლოებით 20 ფიზიკურ, 12 იურიდიული პირსა და სამ თვითმფრინავს. ასევე, დამატებითი ჯარიმები დანიშნა ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ხელმძღვანელობამ.

თავის მხრივ, ბელარუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ, ეუთოს მინისტერიალის სხდომაზე განაცხადა, რომ ბელარუსს სანქციები „ევროპული დემოკრატიის ბნელი მხარის“ გამოაშკარავების გამო დაეკისრა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა