გიორგი ტყემალაძემ განმარტა, რამ გამოიწვია საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კვოტების გადანაწილების საკითხზე ოპოზიციის ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ განმარტა, თუ რამ გამოიწვია საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კვოტების გადანაწილების საკითხზე ოპოზიციის ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თბილისის საკრებულომ ამ საკითხზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება მიიღო.

„კვოტები დავადგინეთ ფრაქციების იმ რაოდენობებიდან გამომდინარე, თუ რა რაოდენობით არიან პროპორციულად წარმოდგენილი ამა თუ იმ კომისიაში. იყო ერთი გაუგებრობა, რაც გამომდინარეობდა იმით, რომ საკრებულოს ორ დამოუკიდებელ წევრს აქვს ყველა კომისიაში თითო კვოტა, რაც გულისხმობს, რომ მათი მხრიდან უნდა მომხდარიყო შეთანხმება და გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა კომისიებში. ამან გამოიწვია გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართლებრივად ყველა პროცედურა ისე განვახორციელეთ, როგორც სწორი და გამართულია. იმედი მაქვს, შემდგომ სხდომაზე უკვე მოხდება დამოუკიდებელ წევრებს შორის შეთანხმება და გადანაწილდებიან სხვადასხვა კომისიაში, ან შეიქმნება ახალი ფრაქცია და ამ შემთხვევაში, ეს აქტუალობას დაკარგავს", - განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, საკრებულოს კომისიებში დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

საკრებულოს სხდომაზე კომისიებში დეპუტატების კვოტირების საკითხი დეპუტატებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა.

ორი სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ერთსა და იმავე კომისიაში სურდათ გაწევრიანება, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განმარტებით, რეგლამენტი ორივეს ერთდროულად ამის საშუალებას არ აძლევს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა