ჯანმოს მეცნიერი - „ომიკრონ“ ვარიანტი, როგორც ჩანს, ძალიან გადამდებია, საჭიროა სიფრთხილე, მაგრამ არა პანიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი მეცნიერი სუმია სვამინათანი აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ” ვარიანტი, როგორც ჩანს, ძალიან გადამდებია.

"რამდენად შეშფოთებული უნდა ვიყოთ? საჭიროა ვიყოთ მომზადებულები და ფრთხილები და არა პანიკაში ჩაცვენილები, რადგან ჩვენ განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით“,- აღნიშნა ჯანმო-ს მეცნიერმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტის გაჩენა არასასურველი იყო, მსოფლიო ბევრად უკეთაა მომზადებული ახლა, ვიდრე პანდემიის დაწყების დროს იყო და ეს განპირობებულია ვაქცინების არსებობით.

„უნდა დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ის უფრო მსუბუქია, მაგრამ დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია“,- აღნიშნა ჯანმო-ს მეცნიერმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა. მეცნიერები იკვლევენ და აგროვებენ მონაცემებს იმის დასადგენად, არის თუ არა „ომიკრონ“ ვარიანტი უფრო გადამდები და იწვევს თუ არა ის დაავადების უფრო მძიმე სიმპტომებს, ვიდრე კოვიდ 19-ის აქამდე გავრცელებული ვარიანტები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო