თეა წულუკიანი - იმედი მაქვს 2024 წლის არჩევნებამდე დრო თავისას იზამს, პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდება და შევძლებთ ხელისუფლება გადავაბაროთ უფრო კარგს, ღირსეულს, თანამედროვეს და უფრო ახალგაზრდა თაობას

იმედი მაქვს 2024 წლის არჩევნებამდე დრო თავისას იზამს, პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდება და ჩვენ შევძლებთ ხელისუფლება გადავაბაროთ უფრო კარგს, უფრო ღირსეულს, უფრო თანამედროვეს და უფრო ახალგაზრდა თაობას, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

მინისტრმა თქვა ისიც, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა და კანონით ყველას ის პასუხი უნდა მიზღვოდა, რასაც იმსახურებდა.

“ასეთების პირობებში გვიწევს ქვეყნის მართვა და რატომღაც არის ჩვენს სტილში, რომ ეს უნდა ავიტანოთ. გასცემ პასუხს და, როგორ თუ ეს გაბედე, არ გრცხვენიათ?! - არა! პასუხის გაცემა ყოველთვის აუცილებელია და არ ვაპირებ უპასუხოდ დავტოვო არც ერთი უსინდისო შენიშვნა. არც ერთი! როდესაც ჩვენ ამ თუ სხვა მოწვევის პარლამენტებში, ამ თუ სხვა მთავრობის შემადგენლობებში ვთქვით, რომ ამათთან პოლემიკა და პასუხის გაცემა არ ღირს, იქ დავმარცხდით! როდესაც 2013 წელს ვთქვით, რომ ესენიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და მოდით, შევეცადოთ ქვეყანა მათთან ერთად ვმართოთ, მაშინ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ეს კაცი, რომელიც დღეს გალიაში ზის, გალიაში მაშინვე უნდა ჩამჯდარიყო. ჩვენი შეცდომაა, როდესაც ჩვენ რჩევებს დავუჯერეთ - აქ ვერ დავწვრილმანდები, მაგრამ მოვა დრო და ამ ყველაფერს გავიხსენებ, ვინ, რა რჩევა როდის მოგვცა იმისთვის, რომ თანაგვეცხოვრა იმისთვის, რომ დაგვენდო - ეს იყო შეცდომა. მისაყვედურეთ რამდენიც გინდათ ამ გულახდილობისათვის“, - მიმართა წულუკიანმა პარლამენტის წევრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა