საბა ბუაძე სააკაშვილის საქმეზე - უამრავი ხარჯი იყო, რომელსაც ვეთანხმები, რომ არ უნდა ყოფილიყო გადახდილი ბიუჯეტიდან, თუნდაც სწავლის ფული - ეს მესამეხარისხოვანია, პირველი მნიშვნელობისაა, იქნა თუ არა ჩადენილი დანაშაული

უამრავი ხარჯია, რომელიც ღიმილისმომგვრელი იყო უბრალოდ, რაზეც მიდიოდა დავა. უამრავი ხარჯი იყო, რომელსაც ვეთანხმები, რომ არ უნდა ყოფილიყო გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუნდაც სწავლის ფულთან მიმართებაში, - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ეს საკითხი პრიორიტეტი არ არის. როგორც ბუაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ჩაიდინა თუ არა ექსპრეზიდენტმა დანაშაული.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი გაასამართლოს დამოუკიდებელმა და სამართლიანმა სასამართლომ.

„[სააკაშვილის] რაღაც პასუხებმა დამაკმაყოფილა, ბევრმა პასუხმა არ დამაკმაყოფილა. მაშინ უნდა გადავაბიჯო ჩემს ღირებულებებს და წლების განმავლობაში ჩემს მიერ გაჟღერებულ მოსაზრებებს საბიჯეტო და ფისკალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ჩემი თავი არ მიმაჩნია მოსამართლედ. იქ უამრავი ხარჯი იყო, რომელიც ღიმილისმომგვრელი იყო უბრალოდ, რაზეც მიდიოდა დავა. უამრავი ხარჯი იყო, რომელსაც ვეთანხმები, რომ არ უნდა ყოფილიყო გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუნდაც სწავლის ფულთან მიმართებაში. ეს არის მესამე ხარისხოვანი. პირველი მნიშვნელობის საკითხი არის, იქნა თუ არა ჩადენილი დანაშაული. ამის დამდგენი მე არ ვარ, ეს უნდა გააკეთოს დამოუკიდებელმა და სამართლიანმა სასამართლომ“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა