კრემლი ბაიდენსა და პუტინს შორის მოლაპარაკებებს აანონსებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის ვიდეო შეხვედრის თარიღი წინასწარ დამტკიცდა, რომელიც ამერიკულ მხარესთან შეთანხმების შემდეგ გამოცხადდება, - ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კონტაქტი შეიძლება შედგეს უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული თარიღი და დრო ამ ვიდეოკონფერენციისთვის. მაგრამ უმჯობესია დაველოდოთ ამერიკულ მხარესთან ყველა პარამეტრის საბოლოო შეთანხმებას და ამის შემდეგ ოფიციალურად გამოვაცხადოთ“, - აღნიშნა უშაკოვმა.

შეხვედრისას მხარეები სხვადასხვა საკითხს განიხილავენ, მათ შორის მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, ჟენევის შეთანხმებების შესრულებას და ნატო-ს გარანტიებს გაფართოებასთან დაკავშირებით.

„საუბარია სამართლებრივ შეთანხმებებზე, რათა გამორიცხოს ნატოს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით“, - აღნიშნა უშაკოვმა და გაიხსენა, რომ პუტინმა ამ სფეროში გარანტიების აუცილებლობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიაში და საგარეო ელჩებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო