მიხეილ სააკაშვილი - წულუკიანმა გამოაცხადა, გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ - ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს?

დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ - ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? - ასე პასუხობს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომელიც დღეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გააკეთა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მან სასამართლო სხდომაზე, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართა, ისაუბრა იმაზე თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრა რულოვსმა. მისივე თქმით, ის მუდმივად დარჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას.

„დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ "რედ ბულამდე" დავიდა, ეტყობა "რედ ბული" განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ.

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა