ჯანმო - „დელტა" შტამის საწინააღმდეგოდ მიღებული ზომები უნდა დარჩეს „ომიკრონის" ახალი შტამის წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლად

კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ზომები უნდა დარჩეს "ომიკრონის" ახალი შტამის წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლად. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

მათი თქმით, შეზღუდვებს მგზავრობაზე, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაშია შემოღებული, შეუძლია დახმარება დროის მოგებაში ახალ შტამთან ბრძოლის პერიოდში.

„სასაზღვრო კონტროლს შეუძლია შეაკავოს ვირუსის გამოვლენა და მოიგოს დრო, მაგრამ თითოეული ქვეყანა მზად უნდა იყოს დაავადების ახალი აფეთქებებისთვის“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილის ქვეყნებში ტაკეში კასაიმ.

მისი თქმით, კარგი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ახალი შტამის გამოჩენა არ ითვალისწინებს ზომების შეცვლას, რომლებიც უკვე მიმართულია კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ.

მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს გაძლიერებული კამპანია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. ასევე, აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და დამცავი პირბადეების ტარება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო