ჯო ბაიდენი - ვაგროვებ ყოვლისმომცველ და მნიშვნელოვან ინიციატივებს, რათა პუტინისთვის ძნელი იყოს იმის განხორციელება, რისი გაკეთებაც შეუძლია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აგროვებს ინიციატივებს, რათა არ დაუშვას რუსეთის გეგმა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის თაობაზე. ამის შესახებ ბაიდენმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ვაგროვებ, ჩემი აზრით, გაცილებით ყოვლისმომცველ და მნიშვნელოვან ინიციატივებს, რათა პუტინისთვის ძალიან რთული იყოს იმის გაკეთება, როგორც ამას შიშობენ ადამიანები, რისი გაკეთებაც შეუძლია“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მუდმივ კავშირშია მოკავშირეებთან ევროპასა და უკრაინაში. „ჩემი სახელმწიფო მდივანი და ჩემი მრჩევლები სრულად არიან ჩართულები“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

კრემლში დღეს განაცხადეს, რომ ამერიკისა და რუსეთის ლიდერების, ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის ვიდეოკონფერენციის ფორმატში, მოლაპარაკებების თარიღი ჯერ არ განსაზღვრულა, მაგრამ განიხილება 7 დეკემბერი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა