განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილე სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები დაჯილდოვდნენ

განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილე სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები დაჯილდოვდნენ. მათ წარმომადგენლებს მადლობის სიგელები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალებულებმა მედიაციის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ზოგიერთ შემთხვევაში, თავიანთ კომპანიებში არასრულწლოვნების მოხალისეობრივად დასაქმებაზე დათანხმდნენ. სააგენტოს განმარტებით, ამ ნაბიჯით მათ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების გაცნობიერების პროცესს შეუწყეს ხელი.

როგორც არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე, პროცესში 5000-ზე მეტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ჩაერთო. მედიაციის პროცესში დაზარალებულისა და დამზარალებლის კონფლიქტის მოგვარება მიუკერძოებელი პროფესიონალის ჩართულობით ხორციელდება. მედიატორი პროცესში მხარეთა ინტერესებსა და საჭიროებებს თანაბრად ითვალისწინებს. განრიდებისა და მედიაციის პროცესში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებია ჩართული. მათი სიის გაფართოება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის ნაცვლად, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმით, დანაშაულის გააზრებას ისახავს მიზნად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა