სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში ვირუსით კიდევ 5 352 პირი დაინფიცირდა, 70 კი გარდაიცვალა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსის „ომიკრონ“ შტამის 9 შემთხვევა დადასტურდა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ 3 დეკემბრიდან რესტორნებში, კინოთეატრებსა და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შესვლაზე აუცრელი ადამიანებისთვის შეზღუდვები დააწესა. ამასთან დახურულ სივრცეში შეკრების უფლება ამიერიდან 10-ის ნაცვლად მაქსიმუმ 6 ადამიანს ექნება.

პანდემიის დაწყების დღიდან სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 467 907 შემთხვეა დაფიქსირდა, ვირუსს 3 809 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვაქიცნის 2 დოზით მოსახლეობის 79.5% აიცრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა