გერმანიის ვაქცინაციის კომისია - ვაქცინების მწარმოებლებს „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინის შესაქმნელად 3-6 თვე დასჭირდებათ

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომისიის (StiKo) ხელმძღვანელის, თომას მერტენსის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს ახალი ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ იმოქმედებს და ასეთი ვაქცინის შესაქმნელად ვაქცინების მწარმოებლებს რამდენიმე თვე დასჭირდებათ.

”ომიკრონს“ ბევრი ცვლილება აქვს სპაიკ-ცილაში, რამაც შეიძლება, ანტისხეულებისთვის ვირუსთან ბრძოლა გაართულოს. სავარაუდოდ, მწარმოებლებს ლაბორატორიაში სამი-ექვს თვე დასჭირდებათ. მათ უნდა შექმნან ვაქცინა, რომელიც „ომიკრონისა“ და „დელტას“ წინააღმდეგ იმუშავებს, რადგან „დელტა“ ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული", - აღნიშნა StiKo-ს ხელმძღვანელმა.

კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა. მეცნიერები იკვლევენ და აგროვებენ მონაცემებს იმის დასადგენად, არის თუ არა „ომიკრონ“ ვარიანტი უფრო გადამდები და იწვევს თუ არა ის დაავადების უფრო მძიმე სიმპტომებს, ვიდრე კოვიდ 19-ის აქამდე გავრცელებული ვარიანტები. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის შემთხვევები დღემდე მსოფლიოს 38 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა