რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 32 974 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9 769 011-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ით კიდევ 1215 პაციენტი დაიღუპა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 280 072 შეადგინა. პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში კოვიდ 19-სგან 8 471 813 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.