გიგი წერეთლის განცხადებით, სააკაშვილი იმ სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, რომელსაც ნდობა ექნება და არაა აუცილებელი, რომ პროცესის მიმდინარეობისას პატიმრობაში იყოს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგი წერეთლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იმ სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, რომელსაც ნდობა ექნება და ამასთან, არაა აუცილებელი, რომ პროცესის მიმდინარეობისას პატიმრობაში იყოს.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და „ეს ხელისუფლებაც დაადასტურა“.

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ეს დაადასტურა ხელისუფლებამაც. ყველანაირი ეჭვი გაიფანტა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ცნობილი გამონათქვამები გააკეთა და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას დაუკავშირა. როდესაც ორი მოცემულობა გაქვს - რომ გყავს პოლიტპატიმარი და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, რაზე უნდა იყოს საუბარი. ეს მოდელი აბსოლუტურად შესაცვლელია.

სრულიად ვეთანხმები იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წარდგეს იმ სასამართლოს წინაშე, რომელსაც ნდობა ექნება. აუცილებელი არ არის ის ასეთი სასამართლოს წინაშე წარდგეს როგორც პატიმარი. საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ იყო სერიოზული ბრალდებები, მაგრამ მთავრობამ პატივი სცა პრეზიდენტის ინსტიტუტს და სარკოზი არ მოათავსეს საპატიმროში, არ ექცეოდნენ უდიერად და ჰყავთ შინაპატიმრობაში“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა