“ევროპის უნივერსიტეტში" პოლიტიკის დოკუმენტის - "ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში” - პრეზენტაცია გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტში" ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, პოლიტიკის დოკუმენტის - “ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში” პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ღონისძიება “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანი საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის გზაზე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით შესაბამის ადგილობრივ თუ საერთაშორისო აქტორთა შორის კრიტიკული განსჯის წახალისება და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ზოგადი განათლების პოლიტიკის შემდგომი განვითარებისკენ მოწოდებაა.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარი საჯარო სკოლების დირექტორები საქართველოს რეგიონებიდან, კვლევაში ჩართული სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის შემდეგ მრგვალი მაგიდის ფორმატში დაინტერესებული მხარეების ჩართულობით საკონსულტაციო საათი გაიმართა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა