ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა ევროპის ჩემპიონი ილია სულამანიძე და მისი მწვრთნელები დააჯილდოვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა, ახალგაზრდა, წარმატებული ძიუდოისტი ილია სულამანიძე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ლაშა გუჯეჯიანთან და მის პირად მწვრთნელთან გიორგი ობოლაძესთან ერთად დააჯილდოვა. აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც კულტურის ობიექტების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, მოწვეულ სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ჩერქეზიშვილმა, ილიასა და მწვრთნელებს მიღწეული შედეგი მიულოცა, მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. ამასთან ერთად, მერმა ილია და მისი პირადი მწვრთნელი, გია ობოლაძე მერიის სახელით ფულადი საჩუქრითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, საგანგებოდ მოწვეულ სტუმარს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლაშა გუჯეჯიანს, კი, სამახსოვრო საჩუქარი და ქართული ძიუდოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა .

დავით ჩერქეზიშვილმა ტყიბულში ძიუდოს განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებაც ისაუბრა: -,, მოგეხსენებათ, რომ ტყიბულს აქვს ძალიან ტრადიციული ძიუდოს სკოლა და შემთხვევითი არ არის, რომ ისეთი წარმატებული სპორტსმენი, როგორიც ილიაა, ტყიბულელია. ჩვენი დიდი სურვილია ძიუდო ტყიბულში კიდევ უფრო განვითარდეს და პოპულარული გახდეს. მერია მაქსიმალურად შეეცდება მხარი დაუჭიროს ძიუდოს სკოლის განვითარებას, რათა ის იყოს ერთ-ერთი წარმატებული სკოლა საქართველოში და ჩვენთვის საამაყო ახალგაზრდების აღმზრდელი კერა, რომელსაც ილიას მომავალი წარმატებები დიდად შეუწყობს ხელს“.

ილია სულამანიძე მიმდინარე წლის 5-7 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 100კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალს დაეუფლა და უკვე მესამედ ევროპის ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა სამშობლოში.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა