თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეო ფორმატით შეხვედრისას უკრაინის საკითხს განიხილავენ

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშაბათს, ვიდეო ფორმატით შეხვედრისას უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

მისი თქმით, შეხვედრისას განხილული იქნება ასევე სხვა საკითხები, მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერ უსაფრთხოება და რეგიონული პრობლემები.

”მოლოდინი მაქვს, რომ გვექნება ხანგრძლივი დისკუსია პუტინთან”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ და დასძინა: "მე არ ვიღებ არავის წითელ ხაზებს".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა