CNN -  უკრაინის საზღვარზე დაახლოებით 175 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ვარაუდით, რუსეთს რამდენიმე თვეში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის განხორციელება შეუძლია, რადგან მას საზღვრის გასწვრივ 175 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დაზვერვა სიტუაციას აფასებს, როგორც ,,გამაოგნებელ ესკალაციას“, რომლის შესახებაც ბაიდენმა გაფრთხილება გააგზავნა და თქვა, რომ აღნიშნული მძიმე შედეგს მოიტანდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, საზღვარზე განლაგებული აღჭურვილობა საკმარისი იქნება წინა ხაზის ძალების მოსამარაგებლად შვიდიდან 10 დღემდე, ხოლო სხვა დამხმარე დანაყოფების მოსამარაგებლად ერთი თვის განმავლობაში.

დაზვერვის სამსახურის ადრინდელ ინფორმაციაში, რომელიც პირველად Washington Post-ის მიერ გავრცელდა, წერია, რომ რუსეთს შეუძლია შეტევა დაიწყოს „2022 წლის დასაწყისში“ 100 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო