სერგეი ლავროვი - კიევი არ აპირებს საკუთარი ნებით მინსკის შეთანხმების შესრულებას, საჭიროა მისი იძულება

კიევი არ აპირებს მინსკის შეთანხმებების შესრულებას საკუთარი ნებით, საჭიროა მისი იძულება, -

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია „რასია 1“-ის ეთერში განაცხადა.

„თუკი უკრაინას დავტოვებთ საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან მარტო, ის არაფერს გააკეთებს. საჭიროა მისი იძულება. სწორედ ამიტომ შეიქმნა „ნორმანდიული ფორმატი“, მაგრამ ბერლინი და პარიზი ჯერჯერობით უგულებელყოფენ საკუთარ ვალდებულებებს. ჩვენ მათ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ლავროვმა.

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025