ჯოზეფ ბორელი - ვმუშაობთ კრიზისის ასარიდებლად, მაგრამ ყველა გაუთვალისწინებელი გარემოების ფონზე, ევროკავშირი მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას

ევროკავშირი აწარმოებს დიპლომატიურ სამუშაოებს უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე ვითარების გამწვავების აღსაკვეთად და მხარს უჭერს კიევს შესაძლო საფრთხის შემთხვევაში. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელიმ იტალიურ la Repubblica -სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვიყენებთ ჩვენს დიპლომატიურ შესაძლებლობებს, რათა რუსეთს გავაგებინოთ, რომ ეს თავდასხმა იქნებოდა საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა“, - განაცხადა ბორელიმ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა რუსეთისთვის მოსალოდნელი შედეგების ილუსტრირება.

„უკრაინა, რა თქმა უნდა, პარტნიორი და მოკავშირეა. ასე რომ, ჩვენ მის მხარეს ვიქნებით. აშშ-მა აშკარად განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი ტიპის თავდასხმა არ დარჩება შედეგების გარეშე. მომდევნო კვირას ბრიუსელში იქნება შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან, რომელზეც შესაძლებელი იქნება ჩვენი გადამწყვეტი მხარდაჭერის ხაზგასმა უკრაინისთვის. ჩემი სიტყვები არასწორად არ უნდა იყოს გაგებული. ჩვენ ვმუშაობთ კრიზისის ასარიდებლად, მაგრამ ყველა გაუთვალისწინებელი გარემოების ფონზე, ევროკავშირი მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას“ , - განაცხადა უმაღლესმა ევროკომისარმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს