აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1 394 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 20 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 596 388 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 564 577 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 967 კი - გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 45.8 % არის აცრილი.