თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის (Nato Core Team) წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთაშორისო პარტნიორებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მიმართა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდისა და დაახლოების გზაზე ჩვენი ქვეყნის მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ლელა ჩიქოვანმა არსებითი პაკეტით გათვალისწინებული სხვადასხვა ინიციატივის იმპლემენტაციის პროცესში ლიდერი ქვეყნების პრაქტიკული, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.

,,მინისტრის მოადგილემ იმ წარმატებებსა და პროგრესზეც ისაუბრა, რასაც ქართულმა მხარემ, თავდაცვის ძალებმა ბოლო წლებში ნატოსთან დაახლოების გზაზე მიაღწია. ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა და არსებითი პაკეტის განხორციელების სამმართველოს უფროსმა, ნინო გორგოძემ სტუმრებს 2020-2021 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინიციატივების ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს და 2022 წლის გეგმები გააცნეს.

ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კაიდო ლაინიარევი, რომელიც საქართველოში საქმიანობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ კაიდო ლაინიარევს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხა და წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა