ბრიუსელში კოვიდ შეზღუდვების მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა

ბრიუსელში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია ძალადობაში გადაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დემონსტრანტებმა ქუჩაში სხვადასხვა ნივთები დაწვეს, პოლიციას ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს, სამართალდამცავებმა კი აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

მომიტინგეებმა, თავდაპირველად, ბრიუსელის ცენტრიდან იმ უბნამდე, სადაც ევროკავშირის ინსტიტუტების შტაბბინებია განთავსებული, მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. შემდეგ კი შავ სამოსში გამოწყობილმა მომიტინგეთა ჯგუფმა, რომელიც სკანდირებდა :"liberte" (თავისუფლება), პოლიციელებს ქვების და პიროტექნიკის სროლა დაუწყო, რასაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხეს.

აქციის მონაწილეები კოვიდპასპორტის შემოღებას აპროტესტებდნენ, რომლის წარდგენა, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, რესტორნებში და ბარებში შესვლისას არის სავალდებულო. ამასთან, აქციის წინა დღეს ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც დაწყებითი სკოლის ბავშვების უმეტესობას სკოლებში პირბადის გამოყენებას ავალდებულებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა