“ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი - მომავალი პანდემია, შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს

მომავალი პანდემია, შეიძლება, იყოს უფრო ლეტალური, ვიდრე კოვიდ კრიზისია, - ამის შესახებ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა პროფესორმა სარა გილბერტმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მეტი დაფინანსება იმისთვის, რომ მსოფლიო პანდემიისთვის უფრო მომზადებული იყოს და არსებული მიღწევები არ დაკარგოს.

„ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს და ჩვენს საარსებო წყაროს. სიმართლე ისაა, რომ შემდეგი შეიძლება უარესი იყოს. ის შეიძლება იყოს უფრო გადამდები, ან უფრო ლეტალური, ან ორივე ერთად. არ შეიძლება დავუშვათ სიტუაცია, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ, რაც გავიარეთ აღმოვაჩინოთ, რომ ჯერ კიდევ არ არის დაფინანსება პანდემიისთვის მზადყოფნისთვის. ჩვენს მიერ მიღწეული შედეგები და მიღებული ცოდნა არ უნდა დაიკარგოს,“- აღნიშნა სარა გილბერტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ვაქცინები შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ.

„ამ ვარიანტის სპაიკ-ცილა შეიცავს უკვე ცნობილ მუტაციებს, რომლებიც ზრდის ვირუსის გადაცემას. არის დამატებითი ცვლილებები, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ანტისხეულები, რომლებსაც ვაქცინები ან სხვა ვარიანტით ინფიცირება იწვევს, ნაკლებად ეფექტური იყოს „ომიკრონით“ ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. სანამ მეტი არ ვიცით, ფრთხილად უნდა ვიყოთ და გადავდგათ ნაბიჯები ამ ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად,“- აღნიშნა პროფესორმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს