მიანმარის გადაყენებულ ლიდერს ერთ-ერთ საქმეზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მიანმარის ხელისუფლებიდან გადაყენებულ ლიდერს აუნ სან სუ ჩის კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, - ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 4-წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მიანმარის გადაყენებულ პრეზიდენტს, ვინ მაინტსაც.

ეს პირველი განაჩენებია, რაც მიანმარის სასამართლომ თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაკავებული სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ გამოიტანა.

76 წლის აუნ სან სუ ჩის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული, მას კორუფციაში, სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონის დარღვევასა და სხვა დანაშაულებებში ადანაშაულებენ.

აუნ სან სუ ჩის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს საქმეები პოლიტიკურად არის მოტივირებული.

შეგახსენებთ, მიანმარში 1-ელ თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა, რომლებმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, განაცხადეს, რომ სან სუ ჩის პარტიამ ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მასშტაბურ გაყალბებას მიმართა გამარჯვების მოსაპოვებლად. სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარში ხელისუფლების დაპატიმრებული წევრების განთავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც დღემდე ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა