ფინანსთა მინისტრი - ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6,9%-ით, ხოლო ჯამურად 10 თვის განმავლობაში - 10,5%-ით

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6,9%-ით, ხოლო ჯამურად 10 თვის განმავლობაში ეკონომიკა 10,5%-ის ოდენობით გაიზარდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბიუჯეტო პროგნოზები დაკორექტირდა და მიმდინარე წლის ეკონომიკურმა ზრდამ 9,5%-დან 10%-მდე მოიმატა.

„10%-იანი ზრდის შემდეგ, მომდევნო წელსაც საკმაოდ მაღალი, 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდები და მნიშვნელოვანია, რომ 2022-2025 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდაც ასევე მაღალი, 5,5%-ის ფარგლებში იქნება. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს მაჩვენებლები უფრო მეტად გაუმჯობესდეს.

ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს 65 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა იქნება 5500 დოლარზე მეტი და ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ჩვენ ვამცირებთ როგორც ვალის, ისე დეფიციტის მოცულობას. უკვე წარდგენილ ბიუჯეტში დეფიციტის მოცულობა შემცირებულია 4,2%-მდე, ხოლო ვალის მოცულობა შემცირებულია თითქმის 9 პროცენტული პუნქტით - 60%-დან 51%-მდე. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი განისაზღვრება 19 მილიარდ 362 და 362 მილიონი ლარით და წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 336 მილიონი ლარით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა