კლუბ „ხიდის“ ხელმძღვანელობა დღეს შრომის ინსპექციის მიერ დაკისრებულ ჯარიმას და კლუბის დალუქვის საკითხს გაასაჩივრებს

კლუბ „ხიდის“ ხელმძღვანელობა დღეს შრომის ინსპექციის მიერ დაკისრებულ ჯარიმას და კლუბის დალუქვის საკითხს გაასაჩივრებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ კლუბ „ხიდის“ დამფუძნებელმა თამარ აქსანდერმა აღნიშნა, ისინი კლუბის გახსნას მოითხოვენ.

ამასთან, კლუბ „ხიდის“ დამფუძნებლის თქმით, სხვა კლუბების წარმომადგენლებთან ერთად დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. შრომის ინსპექციის განცხადებით, მათი ზედამხედველობისას კლუბში აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა