მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას და მისი ფლანგის „მესიჯები“ რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის და მისი ფლანგის განცხადებებთან - შესაძლებელია დიდი განხეთქილება „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდეს

ნიკა მელიას და მისი ფლანგის „მესიჯები“, საუბარი და განცხადებები აბსოლუტურად აცდენილია და რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის და მისი ფლანგის განცხადებებთან. ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელია დიდი განხეთქილება „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მალე დაიშლება.

„ახალი ამბავი არ არის და ამაზე ბევრს ვლაპარაკობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე დაიშლება, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით. ნიკა მელიას და მისი ფლანგის მესიჯები, საუბარი და განცხადებები აბსოლუტურად აცდენილია და რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის და მისი ფლანგის განცხადებებთან. ეს გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელია დიდი განხეთქილება კიდევ „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდეს. მთავარ ნარატივზე ვერ თანხმდებიან - სააკაშვილის ფლანგი და თავად სააკაშვილი ამბობს, რომ ჯერ უნდა იყოს წინ დაყენებული სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, ამავე დროს, მელია და მისი ფლანგი აცხადებს, რომ არა, ჯერ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს და ამის შედეგად სააკაშვილის გათავისუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილისთვის, რომლისთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში არ მოხდება და შემდეგი არჩევნები იქნება 2024 წელს და შემდეგ კვლავ ხალხი გადაწყვეტს - ამ ფონზე მათ აქვთ თეორიული მიზანი, რომ იქნებ სააკაშვილის გათავისუფლებას მაინც მიაღწიონ“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას, როგორც მდინარაძემ თქვა, არცერთ ადამიანს ამ ქვეყანაში იმუნიტეტი არ აქვს, გამოძიებას დაკითხვაზე უარი უთხრას და ეს პოლიტიკური დევნა არ არის.

„პოლიტიკური დევნა იყო ერთმანეთს რუსეთის აგენტობას რომ აბრალებდნენ და ახლა ერთად რომ იბრძვიან და ერთად ალაგებენ ამ ნარატივს და "მესიჯბოქსს". დღეს პოლიტიკური დევნა შეუძლებელია იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ნება კი არა სისტემებია იმგვარად აწყობილი, რომ მათ შორის, ხშირად უკიდურესად კრიტიკული, ტენდენციური არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ქვეყანაში არიან მოწოდებულები, რომ თეორიულ დონეზეც კი არ იყოს დაშვება მიკერძოების, არათუ პოლიტიკური დევნის და პოლიტიკურად გამოყენების რომელიმე გამოძიების. დანარჩენი დეტალები, რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე ვინ დაიკითხება და ვინ არა, ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს. არცერთ ადამიანს, არც პოლიტიკოსს, არც არაპოლიტიკოსს ამ ქვეყანაში არა აქვს ინდულგენცია და იმუნიტეტი, რომ უარი თქვას მაგალითად, დაკითხვაზე. შესაბამისად, ყველა ჩვენგანს გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლისგანაც იმუნიტეტი არავის გააჩნია ამ ქვეყანაში. ამის შემდეგ როგორ იმოქმედებს საგამოძიებო უწყება, სასამართლო, ეს არ არის პოლიტიკოსების საქმე, ეს არის თავად სასამართლოს და საგამოძიებო უწყების საქმე და ისინი იმოქმედებენ კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში, დამოუკიდებლად და თავისუფლად, ნებისმიერი ჩარევის გარეშე შიგნიდან თუ გარედან. მელია იქნება თუ სხვა პოლიტიკოსი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა