ავსტრიას ახალი კანცლერი ჰყავს

ავსტრიის კანცლერის თანამდებობა კარლ ნეჰამერმა დაიკავა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

49 წლის ნეჰამერმა, რომელიც გასული წლიდან ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა, ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვან დერ ბელენის წინაშე ფიცი დღეს დადო.

ავსტრიის სახალხო პარტიამ (ÖVP) პარტიის ლიდერად და კანცლერობის კანდიდატად კარლ ნეჰამერი პარასკევს აირჩია. პოსტზე მან ალექსანდერ შალენბერგი ჩაანაცვლა, რომელმაც კორუფციაში ეჭვმიტანილი სებასტიან კურცი დროებით შეცვალა.

სებასტიან კურცმა ავსტრიის კანცლერის თანამდებობა ოქტომბერში დატოვა. გასული კვირის ხუთშაბათს კი განაცხადა, რომ ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებდა და პოლიტიკიდან მიდიოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს