დიმიტრი პესკოვი - ნატო არ ცნობს "წითელ ხაზებს", ჩვენ ეს არ მოგვწონს

ნატო ახდენს საკმაოდ აგრესიული პოზიციის დემონსტრირებას და არ ცნობს არავითარ წითელ ხაზებს. რუსეთს ეს არ მოსწონს. მოსკოვი აზღვევს საკუთარ ინტერესებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი აზღვევს თავის ინტერესებს.

„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ნატო ახდენს საკმაოდ აგრესიულ პოზიციას. ჩვენ ვხედავთ ბატონი სტოლტენბერგის და ამერიკის სხვადასხვა წარმომადგენელთა რიტორიკას. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ არ ცნობენ არავითარ წითელ ხაზებს - ეს ერთი. მეორე - ისინი ამბობენ, რომ ნატო გააკეთებს ყველაფერს, რასაც მოისურვებს. მესამე - გააკეთებს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც სურს. მეოთხე, ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაკავოს რუსეთი. ჩვენ ეს არ მოგვწონს. ჩვენ ვაკეთებთ ისე, რომ დავიზღვიოთ საკუთარი ინტერესები“ , - განაცხადა პესკოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა