აშშ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს

შეერთებული შტატები, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს და ოლიმპიადაზე მთავრობის წარმომადგენლებს არ გაგზავნის.

„ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ ან ოფიციალურ წარმომადგენლობას პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაზე იმის გამო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში გენოციდსა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს ახორციელებს,“- განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.

მისი განმარტებით, დიპლომატიური ბოიკოტი, რომელსაც აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრი და უფლებების დამცველი ჯგუფები თვეების განმავლობაში უჭერდნენ მხარს, არ იმოქმედებს ოლიმპიადაზე ამერიკელი სპორტსმენების დასწრებაზე.

"ამერიკის გუნდში სპორტსმენებს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ მათ 100%-ით დავუჭერთ მხარს და ვგულშემატკივრობთ მათ შინიდან”,- აღნიშნა ფსაკიმ.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ ბოიკოტისკენ მოწოდება უნდა შეწყდეს, „რათა მან ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვან სფეროებში დიალოგსა და თანამშრომლობაზე გავლენა არ მოახდინოს“.

„თუ შეერთებული შტატები ჯიუტად განაგრძობს თავის კურსს, ჩინეთი მკაცრ საპირისპირო ზომებს მიიღებს“, - აღნიშნა ჩჟაო ლიცზიანიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო