ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, დიალოგს გამართავენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ორი პრეზიდენტის საუბრის დღის წესრიგი მოიცავს უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობასა და რუსეთის საზღვრებისკენ ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„რა თქმა უნდა, საჭირო იქნება იმის განხილვა, თუ როგორ სრულდება ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები, რა ხორციელდება სრულად და რა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. სხვა განსახილველ თემებს შორისაა დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ორი პრეზიდენტის კომუნიკაციის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოითხოვს იმის სამართლებრივ გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და არ განათავსებს იარაღს რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს. ამასთან, ვაშინგტონი გამუდმებით აცხადებს, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას ვეტო დაადოს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა