პეკინის ზამთრის ოლიმპიადას ახალი ზელანდიაც ბოიკოტს უცხადებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, გრანტ რობერტსონის თქმით, ახალი ზელანდია აშშ-ის მსგავსად პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს და მთავრობის წარმომადგენლებს პეკინში არ გააგზავნის.

„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ჩინეთის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მთავრობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. მრავალი ფაქტორი იყო, რამაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა. მათ შორის უმთავრესი არის ადამიანის უფლებების დარღვევა და კორონავირუსის პანდემია, რა დროსაც მსგავსი ტიპის მოგზაურობა მიზანშეწონილი არ არის“, -განაცხადა მან.

დიპლომატიურ ბოიკოტს ეხმაურება ოფიციალური ტოკიოც. იაპონიის მთავრობის პრესსპიკერის, ჰიროკაზუ მაცუნოს თქმით, ქვეყანა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ დაესწრებიან თუ არა იაპონიის ოფიციალური პირები თამაშებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე იაპონიის ხელისუფლება მრავალ ფაქტორის განიხილავს და ოფიციალურ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა გააკეთებს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს