სახელმწიფო დეპარტამენტი - ბაიდენისა და პუტინის დიალოგის წინ, ენტონი ბლინკენმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ პუტინის დისკუსიის წინ, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე. მხარეები შეთანხმდნენ დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობაზე და უკრაინის სუვერენიტეტის სრულად აღდგენაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, ყირიმის ჩათვლით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, დიალოგს გამართავენ. ცნობილია, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება.

იხილეთ ვიდეო: სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა