ნედ პრაისი - ვაშინგტონი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა და ვაშინგტონი ამ პოლიტიკის ერთგულია.

„ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა და ჩვენ ერთგული ვართ ღია კარის პოლიტიკის, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იყო შეთავაზებული, ნატო-ში გაწევრიანება ასპირანტი ქვეყნებისთვის უნდა დარჩეს არჩევანად, როდესაც ისინი მზად იქნებიან და დააკმაყოფილებენ გაწერილ ვალდებულებებს. კერძოდ, იგულისხმება, როდესაც ისინი შეძლებენ და მოისურვებენ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. ჩვენ ეს დავადასტურეთ არაერთხელ. როგორც მოქმედი, ისე წინა ადმინისტრაციის პერიოდში“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, 2021 წლის ნატო-ს სამიტის კომუნიკეში ალიანსმა გარკვევით განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. „სხვას არავის არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება იმაზე, თუ რას გადაწყვეტს ნატო, უკრაინის მსგავსი ქვეყანა და რომ უკრაინას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევების გარეშე,“- აღნიშნა ნედ პრაისმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა