ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს მიგრანტების ბელარუსში გაძევება აუკრძალა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს მიგრანტების ბელარუსში გაძევება აუკრძალა.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, აკრძალვა იმ მიგრანტებზე გავრცელდება, რომლებიც ბელარუსის გავლით პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვდნენ და სასამართლოს დახმარების თხოვნით მიმართეს. სტრასბურგის სასამართლოს ცნობით, 20 აგვისტოდან 3 დეკემბრის ჩათვლით, მათ 198 მიგრანტისგან 47 განცხადება მიიღეს. განცხადებების უმეტესობაში მიგრანტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო დაცვა და თავშესაფარი სჭირდებათ. პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, იმის მიუხედავად რომ ბელარუსმა საზღვარზე მყოფი მიგრანტები თავშესაფარში გადაიყვანა, ბელარუს-პოლონეთის საზღვრის უკანონოდ კვეთის შემთხვევები კვლავ ხშირია.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა