მოსკოვში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა

მოსკოვში, მრავალფუნქციურ ცენტრ „რიაზანსკში“ სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მრავალფუნქციურ ცენტრ „რიაზანსკში“ ტრაგედია მოხდა. სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მკვლელი დაკავებულია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების დასახმარებლად,“- წერს მერი „ტვიტერში“.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ბავშვია.

ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, მამაკაცმა სროლა მაშინ დაიწყო, როცა პირბადის გაკეთებაზე უარის თქმის გამო დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მისი ცენტრიდან გაყვანა სცადა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა