სტუ-ში მესამე ევრაზიული კონფერენცია „ინოვაციები ბუნებისა და ტექნოლოგიების რისკების მინიმალიზაციისათვის“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მესამე ევრაზიული კონფერენცია - „ინოვაციები ბუნებისა და ტექნოლოგიების რისკების მინიმალიზაციისთვის“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება, წელს, პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, AMIR Technical Services Company, ჰონგ კონგის უნივერსიტეტი, საიმედოობის საერთაშორისო ჯგუფი- Gnedenko Forum და ტროფიმუკის ნავთობის, გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტი.

კონფერენცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და კოლეგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციის თანა-თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

„უნივერსიტეტები, სასწავლო-კვლევითი ერთეულები, ეკოლოგიური პროცესების სწორად მართვის პრინციპების დადგენის არა მხოლოდ აქტიური მონაწილეები, არამედ განმსაზღვრელები უნდა ვიყოთ. გარესამყაროს დაზიანებას, უმეტესწილად, გრძელვადიანი და გლობალური გავლენები და შედეგები აქვს, შესაბამისად, ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გრძელვადიანი უნდა იყოს. ამასთანავე, ჩვენი თაობის მდგრადი განვითარება არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ მომავალ თაობას ჩამოერთვას თავიანთი საჭიროების დაკმაყოფილების უფლება“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, მეცნიერების მთავარი ამოცანა, ბუნებისა და ტექნოლოგიების რისკების მინიმალიზაციაა. მისი თქმით, ევრაზიული კონფერენცია - „ინოვაციები ბუნებისა და ტექნოლოგიების რისკების მინიმალიზაციისთვის“ კი, კარგი პლატფორმაა ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.

„პრაქტიკოსებმა, ინჟინრებმა, მკვლევრებმა, მეცნიერებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მთელი მსოფლიოდან უნდა გაცვალონ იდეები და ტექნოლოგიები უახლესი ინოვაციების განვითარების მიზნით, რაც რისკის მინიმიზაციას შეუწყობს ხელს. ეს კი არის საფუძველი თანამედროვე და მომავალმა თაობებმა ადეკვატურად შეძლონ უსაფრთხო, სუფთა გარემოს შექმნა და მდგრადი განვითარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკოსისტემის შენარჩუნებისათვის“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან