ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეოკონფერენცია დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოკონფერენცია დაიწყო. ინფორმაციას რუსული ახალი ამბების სააგენტო RIA ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ორი პრეზიდენტის საუბრის დღის წესრიგი მოიცავს უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობასა და რუსეთის საზღვრებისკენ ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„რა თქმა უნდა, საჭირო იქნება იმის განხილვა, თუ როგორ სრულდება ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები, რა ხორციელდება სრულად და რა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. სხვა განსახილველ თემებს შორისაა დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ორი პრეზიდენტის კომუნიკაციის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოითხოვს იმის სამართლებრივ გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და არ განათავსებს იარაღს რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს. ამასთან, ვაშინგტონი გამუდმებით აცხადებს, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას ვეტო დაადოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა