კახა კალაძე - უხერხული მგონია ნეპოტიზმზე და კორუფციაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი საუბრობდეს - მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერი

ძალიან უხერხული მგონია მმართველობაზე, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი საუბრობდეს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის გიორგი შარაშიძის კრიტიკას.

კალაძემ შარაშიძეს ურჩია მოიძიოს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტები.

„ძალიან უხერხული მგონია მმართველობაზე, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი საუბრობდეს.

რაც შეეხება კორუფციის მიმართულებას და კომისიის შექმნას, პირველ რიგში, შექმენით და მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი, რა ხდებოდა ნეპოტიზმის და კორუფციის მიმართულებით. გადახედეთ თქვენ წლების განმავლობაში, კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, რა პროექტები აქვს განხორციელებული. ერთი პროექტი დამისახელეთ და მადლობას გეტყვით“, - მიმართვა კახა კალაძემ.

გიორგი შარაშიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოში შემოვა ინიციატივით, დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც „წერტილს დაუსვამს უამრავ კითხვას კორუფციის შესახებ“. მისივე თქმით, კომისია დიდწილად ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა