თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან  ნათლად განაცხადა, რომ აშშ და პარტნიორები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიდეო კონფერენციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტმა დახურული ვიდეოზარის ფორმატში ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს.

"ჯო ბაიდენმა გამოთქვა შეერთებული შტატების და ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის გარშემო რუსეთის ძალების ესკალაციის გამო და ნათლად განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხდებაში.

თეთრი სახლს ინფორმაციით, ბაიდენმა ასევე „გაიმეორა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდა რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიისკენ“.

გარდა ამისა თეთრი სახლის ცნობით,ბაიდენმა და პუტინმა ასევე განიხილეს სტრატეგიული სტაბილურობა და ასევე ისაუბრეს ირანის თაობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა