საუდის არაბეთის საელჩო საფრანგეთის აეროპორტში დაკავებული პირის გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

პარიზში საუდის არაბეთის საელჩო აცხადებს, რომ საუდის არაბეთის მოქალაქეს, რომელიც პარიზის აეროპორტში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან შესაძლო კავშირის გამო დააკავეს, აღნიშნულ საქმესთან საერთო არაფერი აქვს და დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

ფრანგი სამართალდამცავების ინფორმაციით, სამშაბათს დაკავებული მამაკაცი ხალედ აედ ალ-ოტაიბია.

ეს არის საუდის არაბეთის სამეფო გვარდიის ყოფილი წევრის სახელი და გვარი, რომელიც აშშ-სა და ბრიტანეთის სასანქციო დოკუმენტებსა და გაეროს მოხსენებაში მოხვდა, როგორც პირი, რომელიც ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობდა. Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამაკაცი სამშაბათს დილით „შარლ-დე-გოლის“ აეროპორტში დააკავეს, როდესაც მისმა პასპორტმა სკანირებისას აჩვენა, რომ ის თურქეთის მიერ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით იძებნებოდა.

საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, ხელისუფლებას 48 საათი აქვს იმისთვის, რომ დაადგინოს, ვინ არის დაკავებული და გაათავისუფლოს, ან პატიმრობაში დატოვოს ის.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციას აქვს დაკავებულის პასპორტის დეტალები და საკმაოდ ცუდი ხარისხის ფოტო, რომელიც ეფუძნება თურქეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერს, მაგრამ არა ბიომეტრიული ინფორმაცია და მათ შესაძლოა, თურქეთიდან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსი იყო, 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife