მედია - ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელი კომუნიკაციის შესახებ კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამაც.

მისი თქმით, დიალოგი საშუალებას მისცემს ლიდერებს, განიხილონ რუსეთის შეკავების შემდგომი ნაბიჯები და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით უკრაინას, რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის ოთხმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების გზები.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეო კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინასთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობა იყო.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა