გრიგოლ გეგელია - მივესალმები კონგრესმენების კინზინგერის და კოტონის განცხადებებს აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე

მივესალმები კონგრესმენების კინზინგერის და კოტონის განცხადებებს აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე,- ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სწორედ ის ზომებია, რომლის გადაუდებელ აუცილებლობაზე "ლელო" ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდა.

"ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებებით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამ ურთულეს რეგიონალურ კონტექსტში, საქართველოს სჭირდება აშშ-ის სამხედრო ერთეულების მუდმივი ყოფნა საქართველოში, რათა ჩვენს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრა მტერს ძვირი დაუჯდეს. იმავე დროს, ჩვენ გვჭირდება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გასაღრმავებლად.

კარგია, როდესაც ჩვენ გვყავს პარტნიორები, რომლებიც საუკეთესო ქართული ინტერესების დასაცავად იბრძვიან, მაგრამ ცუდია, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერ იყენებს ამ შესაძლებლობებს. ახლა, იმ ფონზე

როდესაც ვაშინგტონში ვისმენთ საუბარს NATO-ს აღმოსავლეთ ფრონტის გაძლიერების აუცილებლობაზე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიყენოს ეს მომენტუმი. "ლელო" ამაში აქტიურ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა გეგელიამ.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს