მედია - ფრანგმა სამართალდამცავებმა საშობაოდ ტერაქტები აღკვეთეს

საფრანგეთში ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც შობის დღესასწაულზე ტერაქტებს გეგმავდნენ. ამის შესახებ BFMTV გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები გეგმავდნენ დანით მიეყენებინათ ჭრილობები შემთხვევითი გამვლელებისთვის განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ორივე პირი სამართალდამცავებმა 29 ნოემბერს ილ დე ფრანსის რეგიონში დააკავეს. თუმცა, ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

მათ ბრალი უკვე წარედგინა და წინასწარი გამოძიების ფარგლებში, პატიმრობაში იმყოფებიან.

მათი სახლის ჩხრეკისას ჯიჰადისტური ლიტერატურა და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდისტული მასალები ამოიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო