ლევან იოსელიანი - არავის სჯერა სააკაშვილისგან ნათქვამი შერიგების - რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, თუ კიდევ ვინმე ამ მოთხოვნას აყენებს, დიდ შეცდომას უშვებს

არავის სჯერა მისგან ნათქვამი შერიგების - როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილი რასაც ამბობს დღეს, ხვალ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, სამაგიეროს არ გადაუხდის იმ ხალხს, ვინც ციხეში ჩასვა?!, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას უნდა დააჯეროს, რომ პარტია რევანშისთვის არ მოდის.

„შერიგებას რაღაც ფორმით სამართლიანობის აღდგენაც სჭირდება და ეს სამართლიანობის აღდგენა პირველ რიგში გულისხმობს პასუხისგებას ადამიანების - ვიღაცას მორალურის, ვიღაცას სამართლებრივის, ვიღაცას საზოგადოებრივის - როდესაც გამოდიხარ და ამაზე გულწრფელად საუბრობ და ხალხი ხვდება, რომ შენ ეს გაწუხებს, შენს მიერ დაშვებული შეცდომები გაწუხებს. დღეს ამას ჩვენ ვერ ვხედავთ და უფრო მეტსაც გეტყვით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და მისი პარტიის გზავნილები ამის შემდეგ აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგოა, ანუ ესენი თანხვედრაში არ მოდის. ის ამბობს - „დიდი ეროვნული შერიგება“ და „ნაცმოძრაობაში“ - ვის უნდა შევრიგდეთ, ეგენი ვინ არიან და ჩვენ ვართ ვინცა ვართო.

სააკაშვილი ჩემთვის არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის სასჯელს იხდის ჩადენილი დანაშაულებების გამო. მთავარია ადამიანმა აღიაროს თავისი დანაშაული, თუ შეცდომა და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ შერიგებაზე, რაღაც ტიპის ურთიერთობების დათმობაზე. არავის სჯერა მისგან ნათქვამი შერიგების - თქვენ როგორ ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილი რასაც ამბობს დღეს, ხვალ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, სამაგიეროს არ გადაუხდის იმ ხალხს, ვინც ის ციხეში ჩასვა?! ამის არ გვჯერა და ეს უნდა დააჯეროს მან ადამიანებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

გარდა ამისა, ლევან იოსელიანმა ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ დღეს ვინმე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას აყენებს, დიდ შეცდომას უშვებს.

„ვადამდელ არჩევნებზე დღეს საუბრის გაგრძელება არის კონტრპროდუქტიული და მხოლოდ აზიანებს პროცესს. ეს დღეს ჩვენი მოთხოვნა არ არის და თუ კიდევ ვინმე ამ მოთხოვნას აყენებს დიდ შეცდომას უშვებს, რადგან ვიცით, რომ დღევანდელი რედაქციით უკვე ჩაკეტილი არის 2024 წლის არჩევნებით ვადამდელი არჩევნების ვადა. ანუ, დღეს რომ ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ჩატარდეს გაზაფხულზე, ის პარლამენტი იქნება 2- წლიანი, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2024 წელს უნდა ჩატარდეს არჩევნები. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ვუახლოვდებით 2024 წელს, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საფუძველი აზრს კარგავს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა