მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 268 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.29 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 241 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 21.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 50.4 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.6 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.