9 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესი 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გავრცელებულ წერილში განაცხადა, დიდი ალბათობით სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულის მიზეზად სისუსტეს ასახელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.