მსოფლიოს ლიდერები ოლაფ შოლცს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე არჩევას ულოცავენ

მსოფლიოს ლიდერები ანგელა მერკელის მემკვიდრეს, ოლაფ შოლცს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე არჩევას ულოცავენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი „ტვიტერში“ წერს, რომ ევროპის მომავლის ფორმირებისთვის ორი ქვეყანა ერთად იმუშავებს.

„შემდეგ თავს ერთად დავწერთ. ფრანგებისთვის, გერმანელებისთვის, ევროპელებისთვის“, - წერს მაკრონი.

ოლაფ შოლცს კანცლერის თანამდებობა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც მიულოცა და პირობა დადო, რომ ორ ქვეყანას მტკიცე ურთიერთობა ექნება.

ოლაფ შოლცს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც.

„გისურვებთ კარგ სტარტს და ველით ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ძლიერი ევროპისთვის“, - დაწერა მან „ტვიტერში“.

სოციალურ ქსელში მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც.

„ვულოცავ ოლაფ შოლცს გერმანიის კანცლერად დანიშვნას. გერმანია და გაერთიანებული სამეფო ახლო მეგობრები და მტკიცე მოკავშირეები არიან და მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას მომავალ წლებში", - დაწერა ჯონსონმა „ტვიტერში“.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გერმანიასთან დიალოგი სურს.

„იმედი გვაქვს, გერმანული მხარის გაგება მომავალშიც დაეფუძნება იმას, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, იმისთვის, რომ გადაიჭრას ყველაზე რთული აზრთა სხვადასხვაობაც კი,“- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ოლაფ შოლცმა გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ფიცი გუშინ დადო. მანამდე ის ბუნდესტაგში გერმანელმა კანონმდებლებმა კანცლერად აირჩიეს. ოლაფ შოლცის სასარგებლოდ ხმა 395 დეპუტატმა მისცა, 303 - წინააღმდეგი წავიდა, 6-მა კი - კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოს ლიდერები ოლაფ შოლცს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე არჩევას ულოცავენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს